დეკანოზი შალვა კეკელია – ადამიანი, რომელსაც გავზრდით ოჯახში და ვასწავლით ოჯახის სიწმინდეს, მოძალადე არასდროს გაიზრდება
![დეკანოზი შალვა კეკელია – ადამიანი, რომელსაც გავზრდით ოჯახში და ვასწავლით ოჯახის სიწმინდეს, მოძალადე არასდროს გაიზრდება](https://www.orthodoxianewsagency.gr/wp-content/uploads/2019/05/1558098471-შალვა-კეკელია-mama-shalva-kekelia-1537087962-1024x683-1024x683-1024x683.jpg)
ადამიანი, რომელსაც გავზრდით ოჯახში და ვასწავლით ოჯახის სიწმინდეს, მოძალადე არასდროს გაიზრდება, – განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ თბილისში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ მსვლელობაზე საუბრისას.
„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე მთელი ჩვენი ერისთვის – ოჯახის სიწმინდის დღე, როდესაც ადამიანები ვამბობთ, არა ძალადობას, არა წინააღმდეგობას, არა ადამიანის დაჩაგვრას. ადამიანი, რომელიც ოჯახში გაიზრდება, რომელსაც ჩვენ გავზრდით ოჯახში და ვასწავლით ოჯახის სიწმინდეს, მოძალადე არასდროს გაიზრდება“, – აღნიშნა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.
მისივე თქმით, დღეს არანაირ დაძაბულობას არ ელოდებიან.
„უნდათ ასე გამოაჩინონ, ძალადობის დღედ, მაგრამ ეს ასე არ არის. ეკლესია არასდროს ყოფილა ძალადობის მომხრე. ეკლესია არის სიყვარულის მქადაგებელი“, – განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.
ავტორი – თამარ ნადარეიშვილი / 1tv
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.