25/05/2019 25/05/2019 23 მაისი მოციქული სიმონ კანანელის ხსენების დღეა. უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 23 მაისი, ასევე, „აფხაზეთობის“ დღედ გამოცხადდა. ამ დღესათან დაკავშირებით, დღეს სიონის საკათედრო ტაძარში თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორმა, დეკანოზმა მაქსიმე ჭანტურიამ სასწავლებელში მოღვაწე სამღვდელოებასთან ერთად ღვთისმშობლის სადიდებელი პარაკლისი აღასრულა. ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ აფხაზეთის...
25 Μαΐου, 2019 - 14:41

პარაკლისი სიონის საკათედრო ტაძარში

Διαδώστε:
პარაკლისი სიონის საკათედრო ტაძარში

23 მაისი მოციქული სიმონ კანანელის ხსენების დღეა. უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 23 მაისი, ასევე, „აფხაზეთობის“ დღედ გამოცხადდა.

ამ დღესათან დაკავშირებით, დღეს სიონის საკათედრო ტაძარში თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორმა, დეკანოზმა მაქსიმე ჭანტურიამ სასწავლებელში მოღვაწე სამღვდელოებასთან ერთად ღვთისმშობლის სადიდებელი პარაკლისი აღასრულა.

ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები, სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. პარაკლისის შემდეგ მამა მაქსიმემ მრევლს ქადაგებით მიმართა, მიულოცა დღევანდელი დღე, ისაუბრა მის მნიშვნელობაზე, აღნიშნა, რომ აფხაზეთი მოუნელებელი ტკივილია თითოეული ქართველითვის და ყველას გვჯერა,რომ ამ კუთხის მოწყვეტა ერთიანი საქართველოსგან დროებითია. ღვთის განგებით დადგება ის დროც, როცა გაყოფილი ჩვენი სამშობლო გაერთიანდება. მამა მაქსიმემ შეკრებილი საზოგადოება დალოცა, უსურვა სულიერი სიმტკიცე, მხნეობა, ეროვნული თვითშეგნების ამაღლება და ერთიან სახელმწიფოში ცხოვრება.

tsas.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων