04/06/2019 04/06/2019 ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის არქიმანდრიტი დოროთე დბარი, რომელსაც რუსეთის ეკლესიის მიერ შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება, „Апсны. Иахьа“-ს. ინტერვიუში ე.წ. აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ თუკი საქართველოს ეკლესია უკრაინის ახლად დარსებული ეკლესიის დამოუკიდებლობას აღიარებს, რუსეთის ეკლესიამ, შესაძლოა, აფხაზეთან მიმართებით გარკვეული ნაბიჯები გადადგას. „მე კარგად ვიცნობ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. მე იქ 8 წელი ვსწავლობდი. კარგად...
04 Ιουνίου, 2019 - 14:08
Τελευταία ενημέρωση: 04/06/2019 - 14:09

დოროთე დბარი – საქართველოს ეკლესია თუ უკრაინის ეკლესიას აღიარებს, რუსეთი აფხაზეთთან მიმართებაში გარკვეულ ნაბიჯებს გადადგავს

Διαδώστε:
დოროთე დბარი – საქართველოს ეკლესია თუ უკრაინის ეკლესიას აღიარებს, რუსეთი აფხაზეთთან მიმართებაში გარკვეულ ნაბიჯებს გადადგავს

ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის არქიმანდრიტი დოროთე დბარი, რომელსაც რუსეთის ეკლესიის მიერ შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება, „Апсны. Иахьа“-ს. ინტერვიუში ე.წ. აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ თუკი საქართველოს ეკლესია უკრაინის ახლად დარსებული ეკლესიის დამოუკიდებლობას აღიარებს, რუსეთის ეკლესიამ, შესაძლოა, აფხაზეთან მიმართებით გარკვეული ნაბიჯები გადადგას.

„მე კარგად ვიცნობ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. მე იქ 8 წელი ვსწავლობდი. კარგად ვიცნობ საეკლესიო მაღალჩინოსნებს, რომლებიც ახლა მართავენ რუსეთის ეკლესიას. მე ვაცალკევებ რუსეთის ეკლესიას ჩინოვნიკებისგან. ეკლესია წმინდაა, იქ სრულიად სხვა რამეა, ხოლო არსებობენ დროებითი მაღალჩინოსნები. მათი ამოცანები სრულიად სხვაგვარი ხასიათისაა იმის გათვალისწინებით, რასაც ვხედავთ და რაც გვესმის – სკანდალები, ქონების გადაცემა, ტაძრები და ა.შ. სწორედ ამ მიდგომის ფარგლებში განიხილებოდა აფხაზეთი. ამ თვალთახედვით, უკაცრავად და ჩემი სიჯიუტე დაკავშირებულია იმასთან, რომ მსურს რომელიმე ტაძარს აფხაზეთში, მით უმეტეს, ათონის მონასტერს სარგებელი მოჰქონდეს არა პირადად ვიღაცისთვის – იერარქისთვის, ან საეკლესიო ჩინოვნიკისთვის, არამედ აფხაზი ხალხისთვის. მე გარწმუნებთ, რომ თუკი ქართველები აღიარებენ უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას, ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, რუსეთის ეკლესიამ ჩვენთან მიმართებაში მეტად აქტიური ნაბიჯები გადადგას. მზად ვარ სიტუაციის ნებისმიერი განვითარებისთვის, ნებისმიერი სცენარისთვის. მე ეს არ მაღელვებს. ერთადერთი, რაც არ მინდა ცხოვრებაში, ეს არის ჩემი ხელით დავთმო აფხაზეთის ეკლესიის ინტერესები, საკუთარი ხელით დავთმო ეს მონასტერი. ჩვენ არაერთხელ ჩავიდინეთ ასეთი შეცდომა. როდესაც აფხაზეთის სასულიერო პირებმა 1917 წელს გამოაცხადეს აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალია, საქართველოს ეკლესიამაც გამოაცხადა. მათ კრძალავდნენ, მაგრამ თქვეს, რომ ჩვენ გამოვაცხადეთ ავტოკეფალია და ბოლომდე ვიბრძოლებთ. ჩვენ კი აფხაზები, ყოველთვის სხვის აზრს ვუგდებდით ყურს. ჩვენ შეგვპირდნენ, რომ მოსკოვში ჩვენ საკითხს განიხილავდნენ, დავუჯერეთ და შემდეგ საქართველოს ეკლესიის შემადგენლობაში აღმოვჩნდით“, – აცხადებს დბარი.

IPN

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων