19/06/2019 19/06/2019 ა.წ. 17 ივნისს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) შეიხანისა და სრულიად იეზიდთა ამირის ვაჟი, იეზიდთა უფლისწული, ასმად ბეგი და მისი თანმხლები პირები მიიღო. შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ტოლერანტული თანაცხოვრების წესს, რაც საქართველოში საუკუნეზე მეტია ჩამოყალიბდა ადგილობრივ მოსახლეობასა და იეზიდებს შორის. უფლისწულმა დიდი მადლიერება გამოხატა საქართველოსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისადმი იეზიდთა მიმართ...
19 Ιουνίου, 2019 - 16:16

იეზიდების ვიზიტი საქართველოს საპატრიარქოში

Διαδώστε:
იეზიდების ვიზიტი საქართველოს საპატრიარქოში

ა.წ. 17 ივნისს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) შეიხანისა და სრულიად იეზიდთა ამირის ვაჟი, იეზიდთა უფლისწული, ასმად ბეგი და მისი თანმხლები პირები მიიღო.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ტოლერანტული თანაცხოვრების წესს, რაც საქართველოში საუკუნეზე მეტია ჩამოყალიბდა ადგილობრივ მოსახლეობასა და იეზიდებს შორის.

უფლისწულმა დიდი მადლიერება გამოხატა საქართველოსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისადმი იეზიდთა მიმართ გამოჩენილი ყურადღებისა და თანადგომისათვის და აღნიშნა, რომ ამ მეგობრულ დამოკიდებულებას თავის მხრივ ყოველთვის დიდი სიყვარულით უპასუხებენ.

იეზიდები ძირითადად ჩრდილოეთ ერაყსა და თურქეთში ცხოვრობენ, ნაწილი კი, _ საქართველოში (XIX საუკუნიდან), სომხეთში, თურქეთში, რუსეთსა და უკრაინაში. მათი რელიგიური ცენტრი მდებარეობს ერაყსა და თბილისში. მსოფლიოს მასშტაბით იეზიდთა რწმენას მილიონამდე მიმდევარი ჰყავს.

patriarchate.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων