20/06/2019 20/06/2019 მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგატები პარლამენტის შენობას ტოვებენ. როგორც ასამბლეის წარმომადგენელმა განაცხადა, სესია პარლამენტში აღარ გაგრძელდება. ამასთან, საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართული დელეგაციცის ხელმძღვანელმა ზაქარია ქუცნაშვილმა აღნიშნა, რომ სესია სხვაგან გაგრძელდება, თუმცა სად, ეს ქუცნაშვილს არ დაუკონკრეტებია. მან ასევე განაცხადა, რომ სწორი იქნებოდა, თავიდანვე სხვა შენობა შერჩეულიყო. ცნობისთვის, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიამ სხდომის გაგრძელება შესვენების გამოცხადების შემდეგ ვეღარ...
20 Ιουνίου, 2019 - 11:52

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა პარლამენტში აღარ გაგრძელდება, დელეგატები პარლამენტის შენობას ტოვებენ

Διαδώστε:
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა პარლამენტში აღარ გაგრძელდება, დელეგატები პარლამენტის შენობას ტოვებენ

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგატები პარლამენტის შენობას ტოვებენ. როგორც ასამბლეის წარმომადგენელმა განაცხადა, სესია პარლამენტში აღარ გაგრძელდება.

ამასთან, საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართული დელეგაციცის ხელმძღვანელმა ზაქარია ქუცნაშვილმა აღნიშნა, რომ სესია სხვაგან გაგრძელდება, თუმცა სად, ეს ქუცნაშვილს არ დაუკონკრეტებია.

მან ასევე განაცხადა, რომ სწორი იქნებოდა, თავიდანვე სხვა შენობა შერჩეულიყო.

ცნობისთვის, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიამ სხდომის გაგრძელება შესვენების გამოცხადების შემდეგ ვეღარ შეძლო. პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრებმა რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ სესიის გახსნა გააპროტესტეს, პარლამენტის სპიკერატი შესვენების დროს დაიკავეს და განაცხადეს, რომ გავრილოვისა და რუსი დეპუტატების პარლამენტის სასესიო დარბაზში ყოფნას არ დაუშვებდნენ.

interpressnews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων