16 Δεκεμβρίου, 2019

ალევის ოქროსკარიანი სამების მონასტრის მცირე ტაძრის რესტავრაცია

Διαδώστε:

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით მიმდინარე სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში დასრულდა ალევის ოქროსკარიანი სამების მონასტრის მცირე ტაძრის რესტავრაცია. შესრულებული სამუშაოების შედეგად: √ მცირე ტაძარი აღდგა თლილი ქვით. √ აღდგა კონქი და კამარა შაბლონების მიხედვით. √ გაიწმინდა ფასადები სამშენებლო მასალისგან და შეივსო გამორეცხილი ადგილები. √ დაიგო ქვის იატაკი. √ ტაძარი გადაიხურა ფიქალის ქვით. ალევის ოქროსკარიანი სამების მონასტრის მცირე ტაძრის 2019 წლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ეტაპი ა(ა)იპ. “ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრი“ -ს მიერ არქიტექტორ-რესტავრატორი ნინო ყანჩელის ხელმძღვანელობით განხორციელდა,ხოლო მშენებელ-ინჟინერი-ბადრი გასპაროვი იყო. *გალავნიანი სამონასტრო კომპლექსი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფი ქედის ერთ-ერთ შემაღლებაზე ზღვის დონიდან 1964მ -ის სიმაღლეზე ოკუპირებულ ზონასთან ახლოს მდებარეობს. გალავნის შიგნით მოქცეულია ორი ერთმანეთზე მიდგმული ეკლესია და გალავნის პერიმეტრში ჩართული რამდენიმე სამონასტრო ნაგებობის ნანგრევი, რომელთა ნაწილი 2008-18 წლების ინტერვალში უკვე აღდგენილია. განვლილ წლებში რესტავრირდა კომპლექსის ისტორიული სამრეკლო, სატრაპეზო დამხმარე ნაგებობებთან ერთად,ასევე კარიბჭე და კელიები.

 

 

— heritagesites.ge

Διαδώστε: