05 Φεβρουαρίου, 2019

ანკარის წმ. ტერეზას ტაძარში პირველად შესრულდა ქართული წირვა-ლოცვა

Διαδώστε:

თურქეთის დედაქალაქ ანკარას წმ. ტერეზას სახელობის ტაძარში ქართული წირვა-ლოცვა პირველად შესრულდა.

წირვა ტაძარში კვირას, 3 თებერვალს აღევლინა.

“წირვის დასრულების შემდეგ, თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ მრევლს სიტყვით მიმართა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საელჩოსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის კომუნიკაციის მნიშვნელობას”, – ვკითხულობთ პრესრელიზში, რომელსაც თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

(karibche.ambebi.ge)

Διαδώστε: