10/06/2024 10/06/2024 გილოცავთ! ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ბატონ ანზორ ერქომაიშვილს და სხვა ცნობილ პიროვნებებს უკავშირდება ქართული ხალხური სიმღერის გადარჩენა-პოპულარიზაცია არა მარტო ანსამბლ ,,რუსთავის” და ,,გორდელას” შექმნით, არამედ ჩვენი კულტურის ამ სფეროს მიმართ მომავალ თაობაში ინტერესის გაღვიძებითაც. დღეს, როდესაც მრავალი გუნდი და ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი ფუნქციონირებს, ახალგაზრდებს უჭირთ წარმოიდგინონ, როგორი რისკის გაწევა უწევდათ ამ საქმის მესვეურებს მაშინ,...
10 Ιουνίου, 2024 - 16:40

ანსამბლ ,,მართვე”-ს ბ-ნ ანზორ ერქომაიშვილის სახელი მიენიჭა

Διαδώστε:
ანსამბლ ,,მართვე”-ს ბ-ნ ანზორ ერქომაიშვილის სახელი მიენიჭა

გილოცავთ!

ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ბატონ ანზორ ერქომაიშვილს და სხვა ცნობილ პიროვნებებს უკავშირდება ქართული ხალხური სიმღერის გადარჩენა-პოპულარიზაცია არა მარტო ანსამბლ ,,რუსთავის” და ,,გორდელას” შექმნით, არამედ ჩვენი კულტურის ამ სფეროს მიმართ მომავალ თაობაში ინტერესის გაღვიძებითაც.
დღეს, როდესაც მრავალი გუნდი და ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი ფუნქციონირებს, ახალგაზრდებს უჭირთ წარმოიდგინონ, როგორი რისკის გაწევა უწევდათ ამ საქმის მესვეურებს მაშინ, როდესაც ,,მართვეს” პირველი თაობა გამოჩნდა ასპარეზზე, რადგან ეს იყო ეროვნული ძალების გამოღვიძების და უწყვეტი გენეტიკურ-კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის ბეჭედი; ეს იყო სამეუფეო ზარის ახმიანება.

მინდა დავლოცო და ღვთის სადიდებლად და სამშობლოს სამსახურად უფლის მფარველობა ვუსურვო ამ ანსამბლის დღევანდელ ხელმძღვანელს, ბატონ მიხეილ ჯავახიშვილს, ,,მართვეს” პირველი და, საერთოდ, ყველა თაობის წარმომადგენელს და მათ პედაგოგებს.

ღმერთმა აცხოვნოს და ნათელსა შინა დააწესოს უკვდავი სული დიდებული ადამიანის, ბატონ ანზორ ერქომაიშვილისა და ყველა იმ აწ გარდაცვლილი პიროვნებისა, რომელთაც თავისი ცხოვრება ჩვენი იდენტობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოხატულებას, ქართულ ხალხურ სიმღერასა და მის პოპულარიზაციას მიუძღვნეს.

 

ილია II

სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი

patriarchate.ge

 

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων