აზერბაიჯანული მხარე დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრის ტერიტორიაზე გადაადგილებას კვლავ ზღუდავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა, კირიონმა (ონიანი) განუცხადა, აზერბაიჯანული მხარე მომლოცველებს უდაბნოს მონასტერში შესვლის საშუალებას არ აძლევს.
მისივე ინფორმაციით, გადაადგილება გართულებულია ტურისტებისთვისაც.
– IPN