21 Ιανουαρίου, 2021

აფრიკაში ნათლისღების დღესასწაულზე ოთხმოცი ნათლობა და ორი ჯვრისწერა ჩატარდა

Διαδώστε:

რთული პირობების მიუხედავად, რასაც აფრიკაში განიცდიან, რომელსაც პანდემია კიდევ უფრო ართულებს, აფრიკაში ალექსანდრიის საპატრიარქოს სასულიერო პირები და მოხალისეები აგრძელებენ მისიონერულ მოღვაწეობას.

2021 წლის 19 იანვარს, ძველი სტილით ნათლისღების საუფლო დღესასწაულზე და აგრეთვე, როდესაც ეკლესია პატივს მიაგებს წმიდა მარკოზ ევგენიკოსის ხსენებას, საღმრთო ლიტურგია აღესრულა კიმიულის წმიდა მარკოზ ევგენიკოსის სახელობის ტაძარში, რომელიც მდებარეობს ტანზანიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სერუას პროვინციაში, ბუკომბის ეპარქიაში.

ტაძარში, რომელიც ნახევრად დასრულებულია მხოლოდ აგურით, კარებისა და ფანჯრების გარეშე თორმეტმა მღვდელმა, საღმრთო ლიტურგიის განსრულების შემდგომ ოთხმოცი ნათლობა და ორი ჯვრისწერა აღასრულა.

 

wenews.ge

Διαδώστε: