02 Ιουλίου, 2024

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ ეპარქიის სასულიერო პირი დააჯილდოვა

Διαδώστε:

2024 წლის 30 ივნისს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) ახალციხის წმინდა მოწამე შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში ამავე ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ქურდაძე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.

აქსიოს! ვულოცავთ მამა გიორგის, უფალმა ღირსეულად ამსახუროს ეკლესიის საკეთილდღეოდ.

 

sazu.ge

 

Διαδώστε: