28/08/2020 28/08/2020 ქუთაისში, ბაგრატის საკათედრო ტაძარში მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს. ღვთისმსახურებას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე იოანე სხვა სამღვდელო პირებთან ერთად აღავლენს. ლიტურგიის დასრულების შემდეგ გაიმართება ლიტანიობა. დღესვე ჯვრით დაჯილდოვდება 28 სასულიერო პირი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 28 აგვისტოს ღვთისმშობლის მიძინებას, მარიამობას აღნიშნავს. ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმინდა სამების შემდეგ, ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს თორმეტ დღესასწაულთაგან სამი – ღვთისმშობლის შობა,...
28 Αυγούστου, 2020 - 14:45
Τελευταία ενημέρωση: 28/08/2020 - 15:09

ბაგრატის ტაძარში მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ლიტურგია მიმდინარეობს

Διαδώστε:
ბაგრატის ტაძარში მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ლიტურგია მიმდინარეობს

ქუთაისში, ბაგრატის საკათედრო ტაძარში მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს.

ღვთისმსახურებას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე იოანე სხვა სამღვდელო პირებთან ერთად აღავლენს.

ლიტურგიის დასრულების შემდეგ გაიმართება ლიტანიობა. დღესვე ჯვრით დაჯილდოვდება 28 სასულიერო პირი.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 28 აგვისტოს ღვთისმშობლის მიძინებას, მარიამობას აღნიშნავს. ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმინდა სამების შემდეგ, ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს თორმეტ დღესასწაულთაგან სამი – ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმინდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.

 

1tv.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων