07 Μαΐου, 2020

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერის განცხადებით, მორწმუნეები ხატებს პირბადეების გამოყენებით ემთხვევიან

Διαδώστε:

აჭარაში გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს ყველა მოქმედ ტაძარში აღნიშნავენ.

ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში დილიდან ხალხმრავლობაა, თუმცა მორწმუნეები ლოცვას ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით ესწრებიან.

ტაძარში შეკრებილი მრევლის განლაგებას სტიქაროსნები უზრუნველყოფენ, ხოლო ტაძრის ეზოში სამართალდამცავები არიან მობილიზებული და მოქალაქეებს დისტაციის დაცვისკენ მოუწოდებენ.

როგორც ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერმა, იოანე გორელიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მორწმუნეები ხატებს პირბადეების გამოყენებით ემთხვევიან და სოციალურ დისტანციას იცავენ.

იოანე გორელიშვილი ტაძარში კორონავირუსით დაინფიცირებას გამორიცხავს.

 

ipn.ge

Διαδώστε: