16 Δεκεμβρίου, 2020

ბარბარობას პატრიარქი მკაცრი კარანტინიდან გამოვა და პარაკლისს გადაიხდის

Διαδώστε:

საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნების” უწყებით, ხვალ, ბარბარობის დღესასწაულზე, უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე თბილისის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს სავედრებელ პარაკლისს, რის შემდგომაც დალოცავს მრევლსა და ბავშვებს.

შეგახსენებთ, რომ ამა წლის 6 დეკემბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრმა, ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზმა განაცხადა:
„ახლა, ამ წუთას, პატრიარქი არის ძალიან მძიმე კარანტინში. პრაქტიკულად, მისი ნახვა მღვდელთმთავრებსაც კი ძალიან სერიოზული ტესტირების შემდეგ შეუძლიათ… მოკლედ, ვუფრთხილდებით მის ჯანმრთელობას.”

wenews.ge

Διαδώστε: