21/06/2024 21/06/2024 20 ივნისს ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა პატრიარქობის 3 კანდიდატი დაასახელა. ვრაჩანის მიტროპოლიტი გრიგოლი, ვიდინის მიტროპოლიტი დანიელი და ლოვჩანის მიტროპოლიტი გაბრიელი – ამ სამი კანდიდატიდან 30 ივნისს აირჩევენ ბულგარეთის ახალ პატრიარქს. ვრაჩანის მიტროპოლიტმა გრიგოლმა პირველივე ტურში მიიღო 11 ხმა და გახდა პირველი კანდიდატი. ვიდინის მიტროპოლიტმა დანიელმა საჭირო ხმები 32-ე ტურში მიიღო, ხოლო ლოვჩანის მიტროპოლიტმა გაბრიელმა...
21 Ιουνίου, 2024 - 19:31

ბულგარეთის ეკლესიის სინოდმა საპატრიარქო არჩევნებისთვის 3 კანდიდატი გამოარჩია

Διαδώστε:
ბულგარეთის ეკლესიის სინოდმა საპატრიარქო არჩევნებისთვის 3 კანდიდატი გამოარჩია

20 ივნისს ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა პატრიარქობის 3 კანდიდატი დაასახელა.

ვრაჩანის მიტროპოლიტი გრიგოლი, ვიდინის მიტროპოლიტი დანიელი და ლოვჩანის მიტროპოლიტი გაბრიელი – ამ სამი კანდიდატიდან 30 ივნისს აირჩევენ ბულგარეთის ახალ პატრიარქს.

ვრაჩანის მიტროპოლიტმა გრიგოლმა პირველივე ტურში მიიღო 11 ხმა და გახდა პირველი კანდიდატი. ვიდინის მიტროპოლიტმა დანიელმა საჭირო ხმები 32-ე ტურში მიიღო, ხოლო ლოვჩანის მიტროპოლიტმა გაბრიელმა – 42-ე ტურში.

სხდომა 8 საათი გაგრძელდა. მიტროპოლიტმა კვიპრიანემ ჟურნალისტების კითხვაზე, იყო თუ არა წმინდა სინოდის სხდომა დაძაბული, განაცხადა: “42 რაუნდი საკმარისს ამბობს”.

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ვრაჩანის მიტროპოლიტი გრიგოლი პატრიარქ ნეოფიტეს გარდაცვალების შემდეგ მის მოსაყდრედ არის დასახელებული.

sazu.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων