18 Νοεμβρίου, 2020

“გავუფრთხილდეთ მღვდლებს, ეპიდემიის დროს ნუ ემთხვევით ხელზე” – ბერძენი ინფექციონისტი

Διαδώστε:

ქალბატონმა ლინუმ დაადასტურა, რომ მან წმინდა სინოდს გაუგზავნა 12 მითითება, რომელშიც საუბარია რეგულაციებზე, კერძოდ მორწმუნეებმა შეეცადონ დროებით თავი შეიკავონ წმინდა ხატებზე მთხვევისგან, არ ემთხვიონ ხელზე წმინდა მღვდლმსახურებს, დაიცვან დისტანციური ზომები და ატარონ პირბადე.

ჟურნალისტის კითხვას, საშიშია თუ არა კოვზი, რომლითაც მორწმუნეები ეზიარებიან, ქალბატონმა ლინუმ თავი შეიკავა პასუხისგან და თქვა, რომ ეს რწმენის საკითხია და ამ კითხვით უნდა მიმართონ თეოლოგებსა და წმინდა სინოდს.

 

wenews.ge

Διαδώστε: