26/09/2024 26/09/2024 2024 წლის 24 სექტემბერს მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძრის უმაღლესი საეკლესიო საბჭოს დარბაზში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმიდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი საეკლესიო საბჭოს მორიგი სხდომის მუშაობას, – იუწყება Патриархия.ru. შეხვედრის გახსნისას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, რომელშიც, კერძოდ, დღის წესრიგი წარმოადგინა: „ჩემი გამოსვლის შემდეგ ვთხოვ, მის ყოვლადუსამღვდელოეს ტაშკენტისა...
26 Σεπτεμβρίου, 2024 - 15:04

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

Διαδώστε:
გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

2024 წლის 24 სექტემბერს მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძრის უმაღლესი საეკლესიო საბჭოს დარბაზში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმიდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი საეკლესიო საბჭოს მორიგი სხდომის მუშაობას, – იუწყება Патриархия.ru.

შეხვედრის გახსნისას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, რომელშიც, კერძოდ, დღის წესრიგი წარმოადგინა:

„ჩემი გამოსვლის შემდეგ ვთხოვ, მის ყოვლადუსამღვდელოეს ტაშკენტისა და უზბეკეთის მიტროპოლიტ ბიკენტის წარმოადგინოს სასწავლო კურსის თემა „ოჯახური ცხოვრების ზნეობრივი საფუძველი“.

შემდეგი მომხსენებელი, ლუხოვიცკის ყოვლადუსამღვდელოესი ეპისკოპოსი ეფთვიმე ისაუბრებს სინოდალური მისიონერული განყოფილების საქმიანობაზე.

შემდეგ მოხსენებისთვის სიტყვა გადაეცემა ეკატერინბურგისა და ვერხოტურის ყოვლადუსამღვდელოეს ეპისკოპოს ევგენის, რომელიც მოგვახსენებს საკვირაო სკოლების გარდაქმნის შესახებ შესაბამისად „რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სამრევლო თემებში ბავშვების სულიერი აღზრდისთვის ხელსაყრელი პირობების ფორმირებისა და განვითარებისათვის პრიორიტეტული ღონისძიებების საგზაო რუკის“ შესაბამისად.

შემდეგ ჩვენ გავეცნობით 2024 წლის 26 ივნისის უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომის ოქმს.

ამის შემდეგ შემოთავაზებულია, რომ დღის წესრიგის მესამე პუნქტთან დაკავშირებით თანამომხსენებლად გამოვიდეს მღვდელმონაზონი გენადი (ვოიტიშკო) – რელიგიური განათლებისა და კატეხიზაციის სინოდალური განყოფილების სამრევლო განათლების სექტორის ხელმძღვანელი“.

უმაღლესი საეკლესიო საბჭოს წევრებმა დღის წესრიგი ერთხმად დაამტკიცეს.

უმაღლესი საეკლესიო საბჭოს შემადგენლობაში, რომელსაც უწმინდესი პატრიარქი თავმჯდომარეობს, შედიან:

მოსკოვის საპატრიარქოს ახლო საზღვარგარეთის ქვეყნებში ეპარქიების საქმეების სამმართველოს ხელმძღვანელი, კრუტიცკისა და კოლომნის მიტროპოლიტი პავლე;

მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი, ვოსკრესენსკის მიტროპოლიტი გრიგოლი;

მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი;

მოსკოვის საპატრიარქოს საფინანსო-სამეურნეო სამმართველოს თავმჯდომარე, ნარო-ფომინის მიტროპოლიტი ნიკანდრე;

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგამომცემლო საბჭოს თავმჯდომარე, კალუგისა და ბოროვსკის მიტროპოლიტი კლიმენტი;

მონასტრებისა და მონაზვნობის საქმეთა სინოდალური განყოფილების თავმჯდომარე, კაშირის მიტროპოლიტი თეოგნოსტე;

კაზაკებთან ურთიერთობის სინოდალური კომიტეტის თავმჯდომარე, შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარე, სტავროპოლისა და ნევინომისკის მიტროპოლიტი კირილე;

ფიზიკური კულტურისა და სპორტის საკთხებში საპატრიარქო კომისიის თავმჯდომარე, მურმანსკისა და მონჩეგორსკის მიტროპოლიტი მიტროფანე;

კულტურის საკითხებში საპატრიარქო საბჭოს თავმჯდომარე, სიმფეროპოლისა და ყირიმის მიტროპოლიტი ტიხონი;

რელიგიური განათლებისა და კატეხიზაციის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარე, ეკატერინბურგისა და ვერხოტურის მიტროპოლიტი ევგენი;

მოსკოვის საპატრიარქოს ადმინისტრაციული სამდივნოს ხელმძღვანელი, ოდინცოვოსა და კრასნოგორსკის მთავარეპისკოპოსი თომა;

ახალგაზრდობის საქმეთა სინოდალური განყოფილების თავმჯდომარე, ისტრინსკის ეპისკოპოსი სერაფიმე;

სინოდალური მისიონერული განყოფილების თავმჯდომარე, ლუხოვიცკის ეპისკოპოსი ეფთვიმე;

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასწავლო კომიტეტის თავმჯდომარე, დეკანოზი მაქსიმე კოზლოვი;

საეკლესიო ქველმოქმედებისა და სოციალური მომსახურების სინოდალური განყოფილების თავმჯდომარის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი, დეკანოზი მიხეილ პოტოკინი;

ციხის მსახურების სინოდალური განყოფილების თავმჯდომარე, მღვდელი კირილე მარკოვსკი;

მოსკოვის საპატრიარქოს იურიდიული განყოფილების უფროსი, იღუმენია ქსენია (ჩერნეგა);

ეკლესიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარე ვ.რ. ლეგოიდა.

ხსხდომაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან: ტაშკენტისა და უზბეკეთის მიტროპოლიტი ბიკენტი; მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველის მოადგილე, ზელენოგრადის მთავარეპისკოპოსი საბა; მოსკოვის საპატრიარქოს გამომცემლობის ხელმძღვანელი და მთავარი რედაქტორი, ბალაშიხისა და ორეხოვო-ზუევოს ეპისკოპოსი ნიკოლოზი; ეკლესიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის საკითხებში სინოდალური განყოფილების თავმჯდომარის პირველი მოადგილე ა.ვ. შჩიპკოვი; რელიგიური განათლებისა და კატეხიზაციის სინოდალური განყოფილების სამრევლო განათლების სექტორის ხელმძღვანელი, მღვდელმონაზონი გენადი (ვოიტიშკო); ტაშკენტის სემინარიის „ოჯახური ცხოვრების ზნეობრივი საფუძვლების“ კურსის პედაგოგი ​​დიაკონი სერგი გალიევი; რუსეთის განათლების აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ვ.ი. სლობოდჩიკოვი.

mospat.ru

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων