13 Νοεμβρίου, 2020

გამამხნევებელი წერილი კარანტინიდან რეანიმაციაში

Διαδώστε:

უნეტარესმა ათენისა და სრულიად ელადის (საბერძნეთი) მთავარეპისკოპოსმა იერონიმე მეორემ, რომელიც ამჟამად არის თვითიზოლაციაში, წერილი მიწერა უნეტარეს სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს ანასტასის, რომელიც კორონავირუსული ინფექციის დიაგნოზით იმყოფება ათენის ინფექციური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში.

წერილი გამამხნევებელი შინაარსისაა. საბერძნეთის ეკლესიის მეთაურმა ალბანეთის ეკლესიის მეთაურს საბერძნეთის ეკლესიის წმიდა სინოდისა და პირადად თავისი სახელით მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

 

wenews.ge

Διαδώστε: