კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 89 წლის ასაკში გარდაიცვალა სალამინას პენსიონერი ეპისკოპოსი ბარნაბა, რომელსაც მრავალი სახის დაავადება ჰქონდა. მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ბარნაბა დღეს, 19 ნოემბერს, დილით გარდაიცვალა.
გარდაცვლილი მღვდელმთავრისთვის წესის აგება მოხდება 20 ნოემბერს, 13:00 საათზე, პოლურიოტისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარში.
წესს აუგებენ სრულიად კვიპროსის მთავარეპისკოპოსი უნეტარესი ქრიზოსტომოს მეორე და წმიდა სინოდის მღვდელმთავრები.