მძიმე ავადმყოფობის შედეგად, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა მჭადიჯვრის მთავარანგელოზთა მონასტრის წინამძღვარი – მონაზონი მართა (კიკაძე).
სამშაბათს, 31 დეკემბერს, მიტროპოლიტი ზოსიმე ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად წირვას მჭადიჯვრის მთავარანგელოზთა ტაძარში აღავლენს. დედა მართა მონასტრის ეზოში დაიკრძალება.
ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს დედა მართას სულს.