დღეს, 2020 წლის 20 ნოემბერს, სერბეთის დროით დილის 7:07 საათზე, ბელგრადის სამხედრო ჰოსპიტალში ღვთივშეისვენა სერბეთის უწმიდესმა პატრიარქმა ირინეოსმა.
პატრიარქ ირინეოსის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას სერბეთის საპატრიარქოს ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
უწმიდესი პატრიარქი კორონავირუსული ინფექციით იყო ინფიცირებული, რამაც მისი ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა დაამძიმა და გარდაიცვალა.
ღმერთმა მართალთა თანა დაამკვიდროს სერბეთის ახლადშესვენებული მამათმთავარი.