20 Νοεμβρίου, 2020

გარდაიცვალა ყაზანისა და თათრეთის მიტროპოლიტი თეოფანე

Διαδώστε:

 

დღეს, 2020 წლის 20 იანვარს, კორონავირუსის შედეგად, 73 წლის ასაკში გარდაიცვალა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ყაზანისა და თათრეთის მიტროპოლიტი თეოფანე.

იგი 2000 წლის 26 ნოემბრიდან იმყოფებოდა მღვდელმთავრის ხარისხში. 2008 წლის 25 თებერვალს მიენიჭა მთავარეპისკოპოსის წოდება, ხოლო 2012 წლის 1 აგვისტოს – მიტროპოლიტის წოდება. სხვადასხვა დროს მართავდა მაგადანისა და სინეგორის, სტავროპოლისა და ვლადიკავკაზის, ჩელიაბინია და ზლატოუსტოვის, ციმბირისა და ნოვოსპასის ეპარქიებს. 2015 წლის 13 ივნისიდან კი ყაზანისა და თათრეთის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად დადგინდა.

სამწუხაროდ, მიტროპოლიტი თეოფანე არის რუსეთის ეკლესიის რიგით მეექვსე მღვდელმთავარი, რომელიც კორონავირუსულ ინფექციას ემსხვერპლა.

უფალმა მართალთა შორის დაამკვიდროს მიტროპოლიტ თეოფანეს უკვდავი სული.

wenews.ge

Διαδώστε: