12 Ιανουαρίου, 2021

გელათის შემდეგ ახლა ბაგრატში წვიმს [ფოტო]

Διαδώστε:

 

გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოში – ქუთაისის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის (ბაგრატის) საკათედრო ტაძარში წვიმა ჩადის და ტაძრის კედლები წვიმის წყლით სველდება.

მას შემდეგ, რაც ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად დადგინდა მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), გელათისა და ბაგრატის პრობლემა თითქმის ერთდროულად წარმოიშვა, ორივეგან წვიმის წყალი ჩავიდა. გელათის უნიკალური ფრესკების ნაწილი, სამწუხაროდ, დაზიანდა.

ბაგრატის საკათედრო ტაძარში კი წვიმის წყლის ჩასვლის ფოტოები, დღეს, 2021 წლის 11 იანვარს, გაავრცელა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ.

 

wenews.ge

Διαδώστε: