07/11/2020 07/11/2020 მიტროპოლიტ ავგუსტინეს გერმანიის სამიტროპოლიტო საყდარზე აღსაყდრებიდან 40 წელი შეუსრულდა, ხოლო მღვდელმთავრად – გამორჩევიდან 48 წელი. მიტროპოლიტი ავგუსტინე დაიბადა 1938 წლის 7 თებერვალს, კუნძულ კრეტაზე. სასკოლო და საღვთსმეტყველო განათლება ხალკის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში მიიღო. 1960 წელს სწავლა განაგრძო მაგისტრატურაზე გერმანიში, ფილოსოფია-თეოლოგიის მიმართულებით. 1960 წლის 10 აპრილს ეკურთხა დიაკვნად, 1964 წლის 30 აგვისტოს – მღვდლად და დაინიშნა ბერლინის...
07 Νοεμβρίου, 2020 - 19:47
Τελευταία ενημέρωση: 07/11/2020 - 19:48

გერმანიის მიტროპოლიტის აღსაყდრებიდან 40 წელი გავიდა

Διαδώστε:
გერმანიის მიტროპოლიტის აღსაყდრებიდან 40 წელი გავიდა

მიტროპოლიტ ავგუსტინეს გერმანიის სამიტროპოლიტო საყდარზე აღსაყდრებიდან 40 წელი შეუსრულდა, ხოლო მღვდელმთავრად – გამორჩევიდან 48 წელი.

მიტროპოლიტი ავგუსტინე დაიბადა 1938 წლის 7 თებერვალს, კუნძულ კრეტაზე. სასკოლო და საღვთსმეტყველო განათლება ხალკის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში მიიღო. 1960 წელს სწავლა განაგრძო მაგისტრატურაზე გერმანიში, ფილოსოფია-თეოლოგიის მიმართულებით. 1960 წლის 10 აპრილს ეკურთხა დიაკვნად, 1964 წლის 30 აგვისტოს – მღვდლად და დაინიშნა ბერლინის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვრად.

1972 წელს მსოფლიო საპატრიარქოს წმი და სინოდმა გამოირჩია ელეეს ეპისკოპოსად და დადგინდა გერმანიის მიტროპოლიტის ვიკარიუსად (დამხმარე ეპისკოპოსად). მისი ეპისკოპოსად ხელდასხმა აღასრულა გერმანიის მიტროპოლიტმა ფრანკფურტში, 1972 წლის 26 მარტს.

1980 წელს მსოფლიო საპატრიარქოს წმიდა სინოდმა გამოირჩია გერმანიის მიტროპოლიტად და ამავე წლის 8 ნოემბერს შედგა მისი აღსაყდრება. 1980 წელს გერმანიის პრეზიდენტმა კარლ კარსტენსმა გერმანიის ფედერაციის საპატიო ჯვარი გადასცა მიტროპოლიტ ავგუსტინეს. 1994 წელს საბერძნეთის პრეზიდენტმა ასევე სახელმწიფო უმაღლესი ჯილდოთი დააჯილდოვა. 2006 წელს ბონის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტმა საპატიო დოქტორის ხარისხი მიანიჭა, თუმცა ეს მიტროპოლიტ ავგუსტინეს ჯილდოების მცირე ჩამონათვალია.

 

— wenews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων