21/03/2020 21/03/2020 მიუხედავად იმისა, რომ პატივს ვცემთ ეკლესიას და ჩვენს ტრადიციებს, ჩვენი მოვალეობაა ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და სიცოცხლე, რათა შევქმნათ უსაფრთხო გარემოს პირობები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ ეკლესიის მიზანიც არის იგივე. „მიუხედავად იმისა, რომ პატივს ვცემთ ეკლესიას და ჩვენს ტრადიციებს, ჩვენი მოვალეობაა...
21 Μαρτίου, 2020 - 14:24

გიორგი გახარია – მიუხედავად იმისა, რომ პატივს ვცემთ ეკლესიას და ტრადიციებს, ჩვენი მოვალეობაა ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა

Διαδώστε:
გიორგი გახარია – მიუხედავად იმისა, რომ პატივს ვცემთ ეკლესიას და ტრადიციებს, ჩვენი მოვალეობაა ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა

მიუხედავად იმისა, რომ პატივს ვცემთ ეკლესიას და ჩვენს ტრადიციებს, ჩვენი მოვალეობაა ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და სიცოცხლე, რათა შევქმნათ უსაფრთხო გარემოს პირობები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ ეკლესიის მიზანიც არის იგივე.

„მიუხედავად იმისა, რომ პატივს ვცემთ ეკლესიას და ჩვენს ტრადიციებს, ჩვენი მოვალეობაა ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და სიცოცხლე, რათა შევქმნათ უსაფრთხო გარემოს პირობები. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ეკლესიის მიზანიც არის იგივეა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ კომუნიკაციაში პრობლემა არ გვექნება“, – განაცხადა გახარიამ.

ამასთან, ჟურნალისტები დაინტერესდნენ, გუშინ გამართულმა სინოდის სხდომამ ხომ არ დააჩქარა საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება.

„ეს გადაწყვეტილება თეორიულად მომზადებული იყო ორი დღის წინ შეკრებილი უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებში და მე მაშინაც განვაცხადე და ვთქვი, რომ მაშინ უსაფრთხოების საბჭოზე ჩვენ მოვიწვიეთ ქალბატონი პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე იმისთვის, რომ როგორც კი დადგებოდა კონკრეტული ციფრობრივი მდგენელები, ჩვენ ამ გადაწყვეტილების მიღების სწრაფი შესაძლებლობა გვქონოდა.

შესაბამისად, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამ გადაწყვეტილების ძირითადი მიზანი გახლავთ, რომ ჩვენ მოქალაქეებზე ზრუნვა და მიზანი არის რომ შევაჩეროთ ვირუსის სწრაფი და მასშტაბური გავრცელება ქვეყნის ფარგლებში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება.

 

1tv.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων