02/05/2019 02/05/2019 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღეს დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, – ამის შესახებ „დავითიანნის“ მიერ 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. ორგანიზაციის ცნობით, დაბეჭდილი მასალა ტექნიკური პერსონალის მიერ ისე გავრცელდა, რომ აღარ გადამოწმებულა. „ა.წ. 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძრის გალავანთან საღამოს დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით გავრცელდა არასწორი ინფორმაცია...
02 Μαΐου, 2019 - 11:13
Τελευταία ενημέρωση: 02/05/2019 - 11:14

„დავითიანნი“ – 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღეს დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით გავრცელდა არასწორი ინფორმაცია

Διαδώστε:
„დავითიანნი“ – 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღეს დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით გავრცელდა არასწორი ინფორმაცია

17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღეს დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, – ამის შესახებ „დავითიანნის“ მიერ 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. ორგანიზაციის ცნობით, დაბეჭდილი მასალა ტექნიკური პერსონალის მიერ ისე გავრცელდა, რომ აღარ გადამოწმებულა.

„ა.წ. 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძრის გალავანთან საღამოს დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით გავრცელდა არასწორი ინფორმაცია და კონცერტის მონაწილეთა შორის დასახელდნენ ის პიროვნებები, რომელთანაც შეთანხმება ბოლომდე არ გვქონდა დასრულებული.

სამწუხაროდ, დაბეჭდილი მასალა ტექნიკური პერსონალის მიერ ისე გავრცელდა, რომ იგი აღარ გადამოწმებულა.

შევნიშნავთ იმასაც, რომ ეს იყო არაოფიციალური ინფორმაცია, რომელიც საჯარო სივრცისთვის არ იყო განკუთვნილი. მაინც იგი არის ჩვენი შეცდომა, რის გამოც ბოდიშს ვიხდით“, – აღნიშნულია ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

1tv.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων