29 Απριλίου, 2019

დავით გარეჯში ჩასული მოქალაქეების და სამოქალაქო აქტივისტების ერთ-ერთ ტაძართან მისვლას ხმაური მოყვა

Διαδώστε:

დავით გარეჯში ჩასულმა მოქალაქეებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა, ერთ-ერთ ტაძართან, ჩიჩხატურთან მისვლა გადაწყვიტეს, რის გამოც ადგილზე რამდენიმე წუთის განმავლობაში ხმაური იყო. როგორც „რუსთავი2“ იუწყება, აქციის მონაწილეებს ამის საშუალება არც ქართველმა და არც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა არ მისცეს.

„გამომდინარე იქიდან, რომ სიტუაციის მეტი ესკალაცია არ მოხდეს, ჩვენმა მესაზღვრეებმა გვთხოვეს, რომ გარკვეული ტერიტორია არ გადაგვეკვეთა და ვითვალისწინებთ ამ პოზიციას. ჩვენი მიზანია, რომ უბრალოდ სახელმწიფო იყოს უფრო ფხიზლად არა დაიძაბოს სიტუაცია“, – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

IPN

Διαδώστε: