05/12/2019 05/12/2019 საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, დეკენოზ ანრდია ჯაღმაიძის ინფორმაციით, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბერი ათონის მთაზე ცხოვრობდა, ქართულ ეკლესიაში კი არასდროს უმსახურია. როგორც დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, შესაბამისად, საპატრიარქოს დაკავებულზე პასუხისმგებლობა არ ეკისრება. „საქმე იმაშია, რომ ეს ადამიანი აღიკვეცა ათონის მთაზე და ცხოვრობდა იქ. საქართველოში რაც დაბრუნდა, ცხოვრობდა თავის სახლში. არ ცხოვრობდა მონასტერში და არც მოღვაწეობდა ეკლესიაში. ასე...
05 Δεκεμβρίου, 2019 - 17:11
Τελευταία ενημέρωση: 05/12/2019 - 17:13

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დაკავებულ ბერზე – ის ათონის მთაზე ცხოვრობდა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი თავის სახლში იყო, ალკოჰოლთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემა

Διαδώστε:
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დაკავებულ ბერზე – ის ათონის მთაზე ცხოვრობდა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი თავის სახლში იყო, ალკოჰოლთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემა

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, დეკენოზ ანრდია ჯაღმაიძის ინფორმაციით, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბერი ათონის მთაზე ცხოვრობდა, ქართულ ეკლესიაში კი არასდროს უმსახურია.

როგორც დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, შესაბამისად, საპატრიარქოს დაკავებულზე პასუხისმგებლობა არ ეკისრება.

„საქმე იმაშია, რომ ეს ადამიანი აღიკვეცა ათონის მთაზე და ცხოვრობდა იქ. საქართველოში რაც დაბრუნდა, ცხოვრობდა თავის სახლში. არ ცხოვრობდა მონასტერში და არც მოღვაწეობდა ეკლესიაში. ასე რომ, ჩვენ პრინციპში მის სასულიერო პირობაზე და მის მოღვაწეობაზე არანაირი პასუხისმგებლობა და ინფორმაცია არ გვაქვს“, – განაცხადა დეკანოზმა.

მისივე თქმით, დაკავებულ პირზე ინფორმაცია არ აქვს, თუმცა გადმოცემით მათთვის ცნობილია, რომ ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა.

„არაფერი ვიცი, პირადად არ ვიცნობ. თბილისის ეპარქიაში არ არის. უბრალოდ რაც გვაქვს გადმოცემით ინფორმაცია, რომ მოიხმარდა ალკოჰოლს, ალკოჰოლთან დაკავშირებით ჰქონდა რაღაც პრობლემა. სახლში ცხოვრობდა, როგორც ერის კაცი“, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის ათონის მთაზე მოღვაწე ბერი დააკავეს. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ათონის მთაზე მოღვაწე ბერს 40 აბი მეტადონი აღმოუჩინეს.

 

ipn.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων