15 Ιουνίου, 2019

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე კანცელარიასთან არსებულ ვითარებაზე – მთელი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ ორგანიზაციამ, ვინც წაახალისა ასეთი ქმედებები

Διαδώστε:

მთავრობის ადმინისტრაციასთან საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე იმყოფებოდა.

“მოვედი ვითარების გასაცნობად. საპატრიარქომ გააკეთა განცხადება. მეტი არაფრის თქმას არ ვაპირებ. მე ვფიქრობ, რომ მთელი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ ორგანიზაციამ, ვინც წაახალისა ასეთი ქმედებები, რადგან ჩვენ ვხედავთ საზოგადოებაში დაძაბულობას. საპატრიარქოს განცხადება იყო პრევენციული, მოწოდება იმისაკენ, რომ არ მოხდეს სამოქალაქო დაპირისპირება და მიუხედავად ამისა, როდესაც წინასწარ იციან საზოგადოების განწყობა, მაინც ხდება ასეთი ქმედებები, მთელი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ მათ, ვინც ამის ორგანიზატორია“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

მან მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვა.

IPN

Διαδώστε: