დეკანოზ დავით ქვლივიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ჟურნალ “კარიბჭის” ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი.
“მამა დავით ქვლივიძე, რომელიც კორონავირუსით არის ინფიცირებული, უმძიმეს მდგომარეობაშია და იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში. გთხოვთ ყველას, მოიხსენეთ თქვენს ლოცვებში უძლურებაში მყოფი მამა დავითი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ დეკანოზი დავით ქვლივიძე ინფიცირებულია კორონავირუსული ინფექციით.
უფლისმიერ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას ვუსურვებთ დეკანოზ დავითს.