27 Μαΐου, 2019

დეპუტატი რამაზ ნიკოლაიშვილი ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთში იმყოფება

Διαδώστε:

საქართველოს პარლამენტის წევრი, შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამეტო ასამბლეაში (PABSEC) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი და PABSEC-ის სამართლებრივ და პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რამაზ ნიკოლაიშვილი, სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთში, სოფიაში იმყოფება, სადაც ევროპარლამენტის არჩევნები გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს.

ბულგარეთი 318 პრეტენდენტიდან ირჩევს 17 ევროპარლამენტარს, რომელიც წარმოადგენენ ქვეყანას ევროპის პარლამენტში. არჩევნები ტარდება ელექტრონული სისტემით.

ვიზიტის ფარგლებში რამაზ ნიკოლაიშვილმა შეხვედრა გამართა სრულიად ბულგარეთის პატრიარქ ნეოფიტესთან. ასევე, შეხვედრები გაიმართა სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციებთან და წარმომადგენლებთან.

interpressnews.ge

Διαδώστε: