დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით განხორციელდა მორიგი სოციალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც სმენადაქვეითებულთა საზოგადოების წარმომადგენლებმა მანგლისის ეპარქიის ტაძრები მოილოცეს, დიდგორის ველზე კი გაიმართა შემეცნებითი საუბრები, ისტორიული და კულტურული თემის ირგვლივ.