18 Ιουνίου, 2024

ევროკავშირის ელჩის ვიზიტი საქართველოს საპატრიარქოში

Διαδώστε:

ა.წ. 17 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) ევროკავშირის ელჩი საქართველოში ბატონი პაველ ჰერჩინსკი მიიღო.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებს და ევროინტეგრაციის პროცესს. ამავდროულად, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ოჯახის მნიშვნელობასა და ტრადიციული, ქრისტიანული ღირებულებების დაცვის აუცილებლობას ჩვენი ხალხისთვის.

მხარეთა მიერ გამოითქვა იმედი, რომ შემდგომი ურთიერთთანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ისე ევროკავშირისთვის.

sazu.ge

Διαδώστε: