26/02/2019 26/02/2019 ა.წ. 26 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოში შედგა შეხვედრა ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელს, ბატონ ერიკ ჰოგსა და საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარეს, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს (შარაშენიძე) შორის. მხარეებმა ისაუბრეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა პრობლემებსა და საჭიროებებზე. აღინიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიის მღვდელმსახურებს იშვიათად ეძლევათ შესვლისა და ღვთისმსახურების შესრულების შესაძლებლობა, რაც უნდა გამოსწორდეს....
26 Φεβρουαρίου, 2019 - 16:34

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში

Διαδώστε:
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში

ა.წ. 26 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოში შედგა შეხვედრა ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელს, ბატონ ერიკ ჰოგსა და საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარეს, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს (შარაშენიძე) შორის.

მხარეებმა ისაუბრეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა პრობლემებსა და საჭიროებებზე. აღინიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიის მღვდელმსახურებს იშვიათად ეძლევათ შესვლისა და ღვთისმსახურების შესრულების შესაძლებლობა, რაც უნდა გამოსწორდეს.

ბატონი ერიკ ჰოგი დაინტერესდა აღნიშნულ რეგიონებში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობით და ასევე გამოთქვა მზაობა, უფრო აქტიურად ჩაერთოს ე.წ. საზღვრის გადაკვეთის გამო დაკავებული პირების გათავისუფლების საქმეში.

http://patriarchate.ge/geo/%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%95/

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων