03/12/2020 03/12/2020 “არავის და მათ შორის არც ევროკავშირს არ შეუძლია გვითხრას, გავაღებთ თუ დავკეტავთ წმინდა ტაძრებს. ჩვენ ვიცავთ ყველა ზომას, (ნიღბები, ანტისეპტიკები, სიცხის მაკონტროლებელი საშუალებები, დეზინფექცია და ა.შ.), ყველამ იცოდეს რუმინეთის წმინდა ტაძრები აღარ დაიხურება არანაირად.” – განაცხადა პატრიარქ დანიელის სპიკერმა. ,,იმ ფონზე როცა უზარმაზარი უნივერმაგები, სუპერმარკეტები, სადაც ათასობით თანამშრომელია და მომხმარებელი, აგრძელებენ მუშაობას, მაშინ რატომ არ...
03 Δεκεμβρίου, 2020 - 17:44

,,ევროკავშირის საქმე არ არის გავხსნით თუ დავკეტავთ ტაძრებს” – რუმინეთის საპატრიარქო

Διαδώστε:
,,ევროკავშირის საქმე არ არის გავხსნით თუ დავკეტავთ ტაძრებს” – რუმინეთის საპატრიარქო

“არავის და მათ შორის არც ევროკავშირს არ შეუძლია გვითხრას, გავაღებთ თუ დავკეტავთ წმინდა ტაძრებს. ჩვენ ვიცავთ ყველა ზომას, (ნიღბები, ანტისეპტიკები, სიცხის მაკონტროლებელი საშუალებები, დეზინფექცია და ა.შ.), ყველამ იცოდეს რუმინეთის წმინდა ტაძრები აღარ დაიხურება არანაირად.” – განაცხადა პატრიარქ დანიელის სპიკერმა.

,,იმ ფონზე როცა უზარმაზარი უნივერმაგები, სუპერმარკეტები, სადაც ათასობით თანამშრომელია და მომხმარებელი, აგრძელებენ მუშაობას, მაშინ რატომ არ შეიძლება ღვთისმოსავი ქრისტიანული ეკლესიის წევრებისთვის, რომლებიც ყველაზე მორჩილები და ანტიპანდემიური ზომების დამცველები არიან ღია იყოს ტაძრები?!”

რუმინეთის პატრიარქის სპიკერი განმარტებით, რუმინეთში მართლმადიდებელი ეკლესია ჩვეულ რეჟიმში, რეგულაციების სრული დაცვით განაგრძობს თავის მოღვაწეობას.

რუმინეთის საპატრიარქომ მას შემდეგ გააკეთა განცხადება, რაც რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მისამართით ევროსტრუტურებიდან გარკვეული შენიშვნები გაისმა.

 

wenews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων