21 Απριλίου, 2020

“ექიმების განკითხვა, კორონასაგან ვერ დაგვაზღვევს”

Διαδώστε:

აგორდა ექიმებისადმი უდიერი მიმართვები, არ გავანაწყენოთ ეს ადამიანები დაუმსახურებლად, კიდევ ბევრი აქვთ საშრომი, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

დეკანოზი აცხადებს, რომ განკითხვაც ერთგვარი ვირუსია – კორონაზე არანაკლებ დამაზიანებელი.

„ექიმების განკითხვა, კორონასაგან ვერ დაგვაზღვევს და სულიერ ზიანს კი მოგვიტანს. ქრისტეს აღდგომის სიხარულს, მისგან მონიჭებულ სიყვარულს, თუკი მას მივიღებთ, შეუძლია განგვკურნოს ყველანაირი სულიერი კორონასაგან!“ – წერს დეკანოზი.

 

dogma.ge

Διαδώστε: