25 Ιανουαρίου, 2020

ექიმი – პატრიარქს წელის არეში ტომოგრაფია გადავუღეთ, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება

Διαδώστε:

სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს კლინიკა „მედინაში” წელის არეში ტომოგრაფია გადავუღეთ, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ კლინიკა „მედინას” ნეიროქირურგმა გიორგი ვალიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ილია მეორე კლინიკაში კონსულტაციის მიზნით იყო მისული და მისი ვიზიტი გეგმური არ ყოფილა.

„მის უწმინდესობას წელის ტკივილები ჰქონდა, მთხოვა კონსულტაცია. გადავუღეთ კომპიუტერული ტომოგრაფია, არაფერი საგანგაშო არ არის. წირვის დროს, დიდხანს ფეხზე დგომის დროს წელის ტკივილი აწუხებდა. რაიმე საგანგაშო არ არის“, – განაცხადა გიორგი ვალიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქმა ილია მეორემ ბათუმში კლინკა „მედინა” ცოტა ხნის წინ დატოვა.

 

ipn.ge

Διαδώστε: