25 Μαΐου, 2019

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტების წარმატება

Διαδώστε:

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის, ფსიქოლოგიის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტებმა, თამარ ნოზაძემ, მარიამ მარგალიტაშვილმა, მარიამ მარღიშვილმა და თეონა ბერიკაშვილმა ასოცირებული პროფესორის, ნანა გოგიჩაშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტთაშორის სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც გაიმართა 23 მაისს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში.

კონფერენციაზე ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებმა წაიკითხეს შემდეგი მოხსენებები:

თამარ ნოზაძე და მარიამ მარგალიტაშვილი ,,დეპრესიის დონის კვლევა სტუდენტებში“.

მარიამ მარღიშვილი და თეონა ბერიკაშვილი ,,ეფექტიანი იურთიერთობებისა და ემოციური ინტელექტის ურთიერთმიმართება სტუდენტებში“.

კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.

თამარ ნოზაძისა და მარიამ მარგალიტაშვილის ნაშრომმა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა და გაიმარჯვა ,,საუკეთესო პრეზენტაციის“ ნომინაციაში, რისთვისაც მომხსენებლებს გადაეცათ დამატებითი სერთიფიკატები.

სტუდენტების წარმატება სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში არსებული აკადემიური დონის სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობის ნათელი დადასტურებაა.

tsas.ge

Διαδώστε: