05 Νοεμβρίου, 2020

თბილისის წმ. მთავარანგელოზთა მრევლის საყურადღებოდ

Διαδώστε:

თბილისის წმ. მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში მრევლის საეკლესიო მსახურებაზე დასწრება, ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ დავით დათუაშვილის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება Covid 19 -თან დაკავშირებით შემუშავებული რეკომენდაციების სრული დაცვით.

ეკლესიის ეზოში მდგომარე მრევლს გთხოვთ, დაემორჩილოთ სტიქაროსნების და ღვთისმსახურების მითითებებს. ვინც გადაწყვეტთ ჩვენს ტაძარში მსახურებაზე დასწრებას, თან იქონიეთ პირბადე და დაიცივით სოციალური დისტანცია 2მ-ით. ზიარების დროს რიგში დგომისას გაითვალისწინეთ დისტანცია და ისე იმოძრავეთ რომ ერთმანეთს არ შეეხოთ.

თვითნებურად ნუ მიიღებთ ისეთ გადაწყვეყილებებს, რაც გამოიწვევს ქაოსს ან უნებლიე თავშეყრას.

დავიცვათ წესები, შევასრულოთ ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების მითითებები და ერთად ვეცადოთ, შევაჩეროთ კორონავირუსის გავრცელება.

 

ambioni.ge

Διαδώστε: