12/05/2019 12/05/2019 მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ახლად ნაკურთხ ტაძარში შვიდი ბავშვი მონათლეს. შვიდი ბავშვი ეკლესიის შვიდი სათნოების აღსანიშნავად მოინათლა. შვიდივე ჩვილი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის ნათლულია. ნათლობა ტაძრის სანათლავში გაიმართა. მონათლულებს შორისაა ძალოსნის, მსოფლიო რეკორდსმენის, ლაშა ტალახაძის შვილი. ნათლობის ცერემონია არქიმანდრიტმა ეგნატემ და დეკანოზმა შალვამ საზეიმო წირვის პარალელურად ჩაატარეს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მახათას მთაზე ივერიის...
12 Μαΐου, 2019 - 16:06

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ახლად ნაკურთხ ტაძარში პატრიარქის ნათლული შვიდი ბავშვი გახდა

Διαδώστε:
ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ახლად ნაკურთხ ტაძარში პატრიარქის ნათლული შვიდი ბავშვი გახდა

მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ახლად ნაკურთხ ტაძარში შვიდი ბავშვი მონათლეს. შვიდი ბავშვი ეკლესიის შვიდი სათნოების აღსანიშნავად მოინათლა. შვიდივე ჩვილი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის ნათლულია.

ნათლობა ტაძრის სანათლავში გაიმართა. მონათლულებს შორისაა ძალოსნის, მსოფლიო რეკორდსმენის, ლაშა ტალახაძის შვილი. ნათლობის ცერემონია არქიმანდრიტმა ეგნატემ და დეკანოზმა შალვამ საზეიმო წირვის პარალელურად ჩაატარეს.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი აკურთხა.

ტაძრის კურთხევას საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები, საზოგადოების წარმომადგენლები, მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. საზეიმო ღვთისმსახურებას ილია მეორე აღასრულებს.

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავანის კომპლექსის ნაწილია, რომლის მშენებლობაც პატრიარქის ლოცვა-კურთხევით 2002 წლიდან მიმდინარეობს.

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ამოქმედებით, ღვთისმშობლის სავანის კომპლექსის მშენებლობის პირველი ეტაპი სრულდება. შემდეგი ეტაპი მონასტრისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანმანათლებლო ცენტრ-მუზეუმის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო, ეკლესია და საზოგადოება ერთობლივად განახორციელებენ.

ავტორი – მირიან მელაძე, ეკატერინე გაფრინდაშვილი / 1tv

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων