24/01/2020 24/01/2020   სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ბათუმში კლინიკა „მედინა“ უკვე დატოვა. ილია მეორის მედიკოსებთან ვიზიტი დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა. კლინიკის დატოვებისას პატრიარქმა ჟურნალისტებს გადაღების ნებართვა მისცა. ილია მეორე კლინიკაში ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრისთან ერთად იმყოფებოდა. ​კლინიკა „მედინაში“ კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. ​როგორც ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში დღის პირველ ნახევარში განმარტეს, ილია მეორე კლინიკაში გეგმური...
24 Ιανουαρίου, 2020 - 15:40

ილია მეორემ ბათუმის კლინიკა „მედინა“ დატოვა

Διαδώστε:
ილია მეორემ ბათუმის კლინიკა „მედინა“ დატოვა

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ბათუმში კლინიკა „მედინა“ უკვე დატოვა.

ილია მეორის მედიკოსებთან ვიზიტი დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა.

კლინიკის დატოვებისას პატრიარქმა ჟურნალისტებს გადაღების ნებართვა მისცა. ილია მეორე კლინიკაში ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრისთან ერთად იმყოფებოდა.

​კლინიკა „მედინაში“ კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

​როგორც ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში დღის პირველ ნახევარში განმარტეს, ილია მეორე კლინიკაში გეგმური გამოკვლევების მიზნით გადაიყვანეს. პატრიარქის ექიმის, ცისანა შარტავას თქმით, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას ინსტრუმენტული კვლევების ჩატარება თავად ბათუმის კლინიკის ექიმებმა შესთავაზეს.

1tv.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων