09 Δεκεμβρίου, 2020

კათოლიკოს-პატრიარქი მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არ დაესწრება

Διαδώστε:

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე არ დაესწრება საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას.

აღნიშნულის შესახებ განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

“პატრიარქი მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არ დაესწრება. ვარიდებთ ყველანაირ შეხვედრებს. ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი ვინ დაესწრება სხდომას უწმიდესის ნაცვლად”, – აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ეს იქნება მეორე შემთხვევა, როდესაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი არ დაესწრება ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას. პირველი იყო 2003 წლის 22 ნოემბერს, რომლის შემდეგ მოხდა “ვარდების რევოლუცია” და დაინიშნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ხოლო მეორე იქნება 2020 წლის 11 დეკემბერს, როდესაც კათოლიკოს-პატრიარქი არ დაესწრება ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას.

აღსანიშნავია, რომ განსხვავებით 2012 და 2016 წლებისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცა პოლიტიკურ პარტია “ქართულ ოცნებას”.

 

— wenews.ge

Διαδώστε: