13 Δεκεμβρίου, 2020

კერკირაზე წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენება აღნიშნეს

Διαδώστε:

ახალი შესწორებული კალენდარული სტილით 12 დეკემბერს, საბერძნეთში, კუნძულ კერკირაზე აღნიშნეს წმიდა საკვირველთმოქმედი მღვდელმთავრის, სპირიდონ ტრიმიფუნტელი (ტრიმითინტელი) ეპისკოპოსის ხსენება.

ცნობილია, რომ კერკირაზე დაბრძანებულია წმიდა სპირიდონის უხრწნელი სხეული.

სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღავლინა კერკირას მიტროპოლიტმა ნექტარიოსმა, სამღვდელოების თანამსახურებით აღასრულა დახურულ ტაძარში.

წელს დაიშვა ისტორიაში პირველი გამონაკლისი და არ შესრულდა ლიტანიობა წმიდა სპირიდონის უხრწნელი სხეულით.

წმიდა სპირიდონ საკვირველთმოქმედის მეოხებით, უფალმა მშვიდობა მოსცეს ცხოვრებას ჩვენსას.

 

wenews.ge

Διαδώστε: