13 Νοεμβρίου, 2020

კვიპროსის ეკლესიის მეთაური მფარველი წმიდანის ხსენების დღეს აღნიშნავს

Διαδώστε:

13 ნოემბერს უნეტარესი სრულიად კვიპროსის მთავარეპისკოპოსი ქრიზოსტომოს მეორე მფარველი წმინდანის, კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსისა და მსოფლიო დიდი მოძღვრის, იოანე ოქროპირის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით უნეტარესი მთავარეპისკოპოსი ქრიზოსტომოსი საღმრთო ლიტურგიას აღავლენს კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრებთან ერთად.

წმიდა იოანე ოქროპირის ხსენება ახალი კალენდარული სტილით აღინიშნება 13 ნოემბერს, ხოლო ძველი კალენდარული სტილით 13 ნოემბერი არის ახალი სტილით 26 ნოემბერი, როდესაც ადგილობრივ ეკლესიათა ძველ კალენდარულ სტილზე მყოფი ნაწილი (მათ შორის საქართველოს ეკლესია) აღნიშნავს წმიდა იოანე ოქროპირის ხსენება.

 

wenews.ge

Διαδώστε: