02/12/2020 02/12/2020 2020 წლის 1 დეკემბერს სრულიად კვიპროსის მთავარეპისკოპოსის უნეტარესი ქრიზოსტომოს მეორის თავმჯდომარეობით გაიმართა კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის საგანგებო სხდომა. სხდომაზე მოწვეული იყვნენ მიკრობიოლოგიის, მოლეკულური ვირუსოლოგიის, საზოგადო ჯანმრთელობისა და ვირუსოლოგიის, მოლეკულური მედიცინის, ეპიდემიოლოგიის მეცნიერ-პროფესორები, რათა წმიდა სინოდის წევრებისთვის მიეწოდებინათ არსებული მგდომარეობის შესახებ უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია, რა დროსაც მღვდელმთავრებს საშუალება ჰქონდათ კითხვები დაესვათ პროფესორებისთვის კორონავირუსულ პანდემიასთან დაკავშირებით....
02 Δεκεμβρίου, 2020 - 20:09
Τελευταία ενημέρωση: 02/12/2020 - 20:10

კვიპროსის ეკლესიის წმ. სინოდმა სამწყსოს ურჩია, რომ გაიკეთონ კორონავირუსის ვაქცინა

Διαδώστε:
კვიპროსის ეკლესიის წმ. სინოდმა სამწყსოს ურჩია, რომ გაიკეთონ კორონავირუსის ვაქცინა

2020 წლის 1 დეკემბერს სრულიად კვიპროსის მთავარეპისკოპოსის უნეტარესი ქრიზოსტომოს მეორის თავმჯდომარეობით გაიმართა კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის საგანგებო სხდომა.

სხდომაზე მოწვეული იყვნენ მიკრობიოლოგიის, მოლეკულური ვირუსოლოგიის, საზოგადო ჯანმრთელობისა და ვირუსოლოგიის, მოლეკულური მედიცინის, ეპიდემიოლოგიის მეცნიერ-პროფესორები, რათა წმიდა სინოდის წევრებისთვის მიეწოდებინათ არსებული მგდომარეობის შესახებ უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია, რა დროსაც მღვდელმთავრებს საშუალება ჰქონდათ კითხვები დაესვათ პროფესორებისთვის კორონავირუსულ პანდემიასთან დაკავშირებით.

კვიპროსის ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებაში ვკითხულობთ:
„ეს დაავადება, მიუხედავად თავისი წარმოშობის ადგილისა და მეთოდისა, პედაგოგიური მიზეზების გამო ღვთის ნებართვით მოხდა.
ის პირველ რიგში ჩვენს ეგოიზმს ამცირებს და საკუთარი შესაძლებლობების შეცნობისკენ მივყავართ. ფაქტია, რომ ადამიანმა, თავისი ლოგიკისა და შესაძლებლობების გამოყენებით ბევრს მიაღწია თავის ცხოვრებაში.

ამ წინსვლამ კი ბევრჯერ ღმერთისგან ჩამოშორებაში შეიტანა წვლილი. ადამიანმა იფიქრა, რომ მას ყველაფერი შეუძლია და ყველაფრის უფლება აქვს.
მოდის ერთი მიკროსკოპული, უხილავი ვირუსი, რომელმაც მიწაზე დაუშვა ადამიანი და თავისი შესაძლებლობები აჩვენა. იძულებული ვართ ვაღიაროთ ჩვენი უძლურება, მივიღწვოდეთ თავმდაბლობით უფალში და ვითხოვოთ მისი წყალობა და დახმარება.

პანდემია თითქოს ადამიანის მიმართ გამოწვევასავით არის, რათა გაზარდოს მისი შესაძლებლობები. ღმერთს არ შეუქმნია ადამიანი, როგორც უმწეო არსება.
ის „თავის ხატად“ შექმნა, რომელსაც საკუთარი დამახასიათებელი ნიშნები მისცა, როგორც ლოგიკა, თავისუფლება და დღევანდელი მდგომარეობა ადამიანს უბიძგებს ახალი კვლევებისკენ და აიძულებს იშრომოს ახალი წამლებისა და ვაქცინების დასამზადებლად, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს დაავადებას.
ადამიანის ამ მცდელობაში ღმერთი მას დამხმარედ ევლინება. წმიდა წერილი ბევრ მაგალითს აღწერს, როდესაც ღმერთი ავსებს მას, რაც ადამიანმა ვერ შეძლო. ადამიანი აკეთებს იმას, რაც მის ხელთ არის, დანარჩენს კი ღმერთი აკეთებს“.

წმიდა სინოდმა სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ იმსჯელა და გადაწყვიტა მორწმუნე მრევლს ურჩიოს გაიკეთოს ვაქცინა, რომელსაც სახელმწიფოს სამედიცინო და ჯანდაცვის სისტემები ურჩევენ. აქვე აღნიშნულია: „რა თქმა უნდა, არავინ იქნება ვალდებული, ვაქცინა გაიკეთოს, მაგრამ ისინი, ვინც გადაწყვეტენ, რომ არ გაიკეთონ ვაქცინა, ნუ დაიმძიმებენ საკუთარ სინდისს უსაფუძვლო და არამეცნიერული პრევენციებით. ჩვენი მიზანია აღარ ვიგლოვოთ ახალ მსხვერპლთა გამო და რაც შეიძლება მალე შედეგიანად გავუწიოთ წინააღმდეგობა პანდემიას“.

წმიდა სინოდმა მადლობა გადაუხადა მოწვეულ პროფესორ-მეცნიერებს და ყველას მოუწოდებს ლოცვისა და სინანულისაკენ.

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων