16 Μαρτίου, 2020

კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესია მორწმუნეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს

Διαδώστε:

დღეს, კრეტის ეკლესიის წმინდა სინოდის რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელმაც ყველა მორწმუნეს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. ამის შესახებ “ფეისბუკის” გვერდი “მართლმადიდებლური სიახლეები” იუწყება.

წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ყველანაირი ღვთისმსახურება მრევლის დასწრების გარეშე გაიმართება. ნათლობისა და ქორწინების საიდუმლოთა აღსრულება კი, დროებით შეჩერდება (გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა, რომლებშიც მხოლოდ ოჯახის წევრებს მიეცემათ დასწრების უფლება).

მონასტრები, ჩვეულებისამებრ, გაარძელებენ ღვთსმსახურების შესრულებას, მაგრამ იკრძალება მორწმუნე მრევლისა და მომლოცველების დასწრება.

წმინდა სინოდი მოუწოდებს ყველას, რომ დაიცვან შესაბამისი ორგანოების მიერ მითითებული ზომები, რათა თავიდან იქნეს აცილებული კორონავირუსის გავრცელება.
dogma.ge

Διαδώστε: