კონსტანტინეპოლის მსოფლიო საყდარი, დღეს, 30 ნოემბერს, ახალი შესწორებული კალენდარული სტილით, თავისი დამაარსებლის, წმიდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ხსენებას აღნიშნავს.
დღესასწაულთან დაკავშირებით, ამ წუთებში, ფანარის წმიდა გიორგის სახელობის საპატრიარქო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას აღასრულებს მისი ღვთაებრივი ყოვლადუწმიდესობა მთავარეპისკოპოსი კონსტანტინეპოლისა – ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი, კონსტანტინეპოლის უწმიდესი მსოფლიო საყდრის მღვდელმთავართა თანამსახურებით.