13/01/2021 13/01/2021 2021 წლის 12 იანვარს, ამსოფლიური ყოფის 86-ე წელიწადს, კორონავირუსული ინფექციის შედეგად გართულებული ჯანმრთელობის გაუარესების გამო ღვთივმიიცვალა სრულიად ბელარუსის საპატიო ეგზარქოსი, მიტროპოლიტი ფილარეტი. ერში კირილე ბართლომეს ძე ვახრომეევი დაიბადა 1935 წლის 21 მარტს. 1959 წლის 3 აპრილს აღიკვეცა მონაზვნად და ეწოდა სახელი ფილარეტი (მართალი ფილარეტ მოწყალის სახელზე, ხსენება 1 (14) დეკემბერი). 1959 წლის 26 აპრილს ხელი...
13 Ιανουαρίου, 2021 - 15:17

კორონავირუსით გარდაიცვალა ბელარუსის საპატიო ეგზარქოსი, მიტროპოლიტი ფილარეტი

Διαδώστε:
კორონავირუსით გარდაიცვალა ბელარუსის საპატიო ეგზარქოსი, მიტროპოლიტი ფილარეტი

2021 წლის 12 იანვარს, ამსოფლიური ყოფის 86-ე წელიწადს, კორონავირუსული ინფექციის შედეგად გართულებული ჯანმრთელობის გაუარესების გამო ღვთივმიიცვალა სრულიად ბელარუსის საპატიო ეგზარქოსი, მიტროპოლიტი ფილარეტი.

ერში კირილე ბართლომეს ძე ვახრომეევი დაიბადა 1935 წლის 21 მარტს.

1959 წლის 3 აპრილს აღიკვეცა მონაზვნად და ეწოდა სახელი ფილარეტი (მართალი ფილარეტ მოწყალის სახელზე, ხსენება 1 (14) დეკემბერი).

1959 წლის 26 აპრილს ხელი დაასხეს იეროდიაკვნად.

1961 წლის 14 დეკემბერს ხელდასხმული იქნა მღვდელმონაზვნად.

1963 წლის 4 აგვისტოს მიენიჭა იღუმენის წოდება, იმავე წლის 8 ოქტომბერს – არქიმანდრიტის წოდება.

1965 წლის 24 ოქტომბერს ლენინგრადის (ამჟ. სანკტ-პეტერბურგი) ალექსანდრე ნეველის ლავრის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში არქიმანდრიტ ფილარეტს ხელი დაასხეს ეპისკოპოსად ტიხვინისა (ლენინგრადის ეპარქიის ქორეპისკოპოსი).

1966 წლის 14 მაისიდან იყო დიმიტროვის ეპისკოპოსი (მოსკოვის ეპარქიის ქორეპისკოპოსი) და მოსკოვის სასულიერო აკადემიის რექტორი.

1971 წლის 9 სექტემბერს მიენიჭა მთავარეპისკოპოსის წოდება.

1973 წლის 18 აპრილს დადგინდა ბერლინისა და ცენტრალური ევროპის მთავარეპისკოპოსად, ცენტრალური ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსად.

1975 წლის 15 აპრილს მიენიჭა მიტროპოლიტის წოდება.

1977 წლის 2 სექტემბერს მიენიჭა მეორე პანაღიის ტარების უფლება.

1978 წლის 10 ოქტომბერს დადგინდა მინსკისა და ბელარუსის მიტროპოლიტად და ასევე იმავე წლის 12 ოქტომბერს დაინიშნა დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსად.

1981 წლის 14 აპრილს დაინიშნა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარედ და დადგინდა რუსეთის ეკლესიის წმ. სინოდის მუდმივ წევრად.

1992 წლის 18 თებერვალს დადგინდა მინსკისა და სლუცკის მიტროპოლიტად, სრულიად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსად.

2010 წლის 21 მარტს დაჯილდოვდა ღვთისმსახურებისას ჯვრის წინ წამძღვარების უფლებით ბელარუსის საეგზარქოსოს იურისდიქციაში.

2013 წლის 25 დეკემბერს გავიდა პენსიაზე.
რუსეთის ეკლესიის წმ. სინოდის განჩინებით მიტროპოლიტ ფილარეტს მიენიჭა სრულიად ბელარუსის საპატიო საპატრიარქო ეგზარქოსის წოდება, შეუნარჩუნდა წმ. სინოდის მუშაობაში მონაწილეობის უფლება და განესაზღვრა საპატიო პროტოკოლური ადგილი ღვთისმსახურებისა და ოფიციალური შეხვედრებისას.

უფალმა შეიწყალოს და სასუფეველში დაამკვიდროს ახლადშესვენებული მიტროპოლიტი ფილარეტი და მისცეს მას საუკუნო ხსენება. ამინ.

 

wenews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων