11 Ιανουαρίου, 2021

კორონავირუსით თესალონიკში გარდაიცვალა მსოფლიო საპატრიარქოს მთავარმგალობელი

Διαδώστε:

2021 წლის 11 იანვარს, კორონავირუსული ინფექციის შედეგად, ოთხმოცდათხუთმეტი წლის ასაკში ღვთივმიიცვალა თესალონიკში მოღვაწე მსოფლიო საპატრიარქოს მთავარმგალობელი ხარილაოს ტალიადოროსი.

იგი სამოცი წლის განმავლობაში გალობდა ეკლესიაში. მას უწოდებდნენ “ბიზანტიური გალობის მეფეს”.

ხარილაოს ტალიადოროსი იყო თესალონიკის წმიდა სამიტროპოლიტოს უხუცესი მგალობელი.

უფალმა მართალთა თანა განუსვენოს.

 

 

wenews.ge

Διαδώστε: