05 Δεκεμβρίου, 2020

კორონავირუსით სერბეთის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე დაინფიცირდა

Διαδώστε:

სერბეთის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, დაბრო-ბოსნიის მიტროპოლიტ ქრიზოსტომოსს კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა.

მოსაყდრე მღვდელმთავარს აღენიშნება მაღალი ტემპერატურა. გავრცელებული ინფორმაციით, მეუფე ქრიზოსტომოსს, სერბეთის პატრიარქის ირინეოსის დაკრძალვის შემდეგ, რამდენიმეგზის დაუფიქსირდა მაღალი ტემპერატურა.

მოსაყდრის მოთავსება განზრახული იყო ბელგრადის ინფექციურ კლინიკაში, თუმცა ამ უკანასკნელში პაციენტისთვის ადგილი არ აღმოჩნდა და მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი 2020 წლის 4 დეკემბერს მოათავსეს ბელგრადის დრაგიშა მისოვიჩის კლინიკაში.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 20 ნოემბერს, კორონავირუსის შედეგად 91 წლის ასაკში გარდაიცვალა უწმიდესი სრულიად სერბეთის პატრიარქი ირინეოსი, ხოლო ამავე წლის 30 ოქტომბერს, ასევე კორონავირუსის შედეგად 82 წლის ასაკში გარდაიცვალა სერბეთის საპატრიარქოს უხუცესი და უპირატესი მღვდელმთავარი, მონტენეგროს მიტროპოლიტი ამფილოქე.

უფალისმიერ მშვიდობასა და ჯანმრთელობას ვუსურვებთ სერბეთის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, მიტროპოლიტ ქრიზოსტომოსს.

 

wenews.ge

Διαδώστε: